მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება განახლდა
31 იანვარი, 2007
სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით, გენერალურმა პროკურატურამ რადიო „ჰერეთის“ დირექტორის რამაზ სამხარაძის ცემის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება განაახლა. მოკვლევა გურჯაანის რაიონის პროკურატურის დადგენილებით, 2006 წლის 11 დეკემბერს შეწყდა.
ბაგა-ბაღების ყოფნა-არყოფნის საკითხი ახალციხის რაიონში
31 იანვარი, 2007
მეოთხე თვეა ახალციხის რაიონში საბავშვო ბაღები, უხელფასოდ მუშაობენ. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ იურიდიულად არარსებულ ორგანიზაციას ვერ დააფინანსებს.
თელავის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა
30 იანვარი, 2007
ადგილობრივ ხელისუფლებასთან ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ, თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა. ბოლო ორი კვირაა ეთერში აღარ გადის ყოველდღიური გადაცემა „მაცნე“, რომელიც მაყურებელს კახეთის მასშტაბით მომხდარი ახალი ამბების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.
დილით კარტოფილი, შუადღეს კარტოფილი, საღამოს კი შიმშილი
29 იანვარი, 2007
ოჯახის ყოველდღიური საკვები მოხარშული კარტოფილია, თუმცა არის დღეები, როცა არც ეს აქვთ. ახალციხის რაიონის სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრები ნოდარ ინასარიძის შვიდსულიანი ოჯახი შიმშილობის ზღვარზეა.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არასამთავრობოების „შავი სია” არსებობს
25 იანვარი, 2007
პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულად ორთვიანი მოღვაწეობის შემდეგ, გია ნაცვლიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც მოიცალა. გუბერნატორი მესამე სექტორის წარმომადგენლებს რამდენიმე დღის წინ შეხვდა. შეხვედრაზე მხოლოდ ის არასამთავრობოები მიიწვიეს, ვინც ცისკარიშვილისეულ „შავ სიაში“ არ მოხვდნენ.
ბორჯომში „ჩაკარგული“ აფხაზეთი (ნაწილი II)
25 იანვარი, 2007
- ბებო, მთავრობიდან არიან, დასახმარებლად მოვიდნენ - იხუმრეს ბიჭებმა. - მობრძანდით, საიდან ხართ? - როცა გაიგო ვინ ვიყავით, ბიჭებს ხელი მოუქნია, სარკეში ჩაიხედა, თმები გადაივარცხნა, საწოლზე მის გვერდით დაგვსვა და საუბარი დაიწყო:
მშიერი ხალხი ქუჩაში გამოვიდა
24 იანვარი, 2007
24 იანვრიდან საქართველოს პარლამენტის წინ სოციალურად დაუცველი, მშიერი მოსახლეობის საპროტესტო აქციები დაიწყო. პენსიონერები, ომის ვეტერანები, უმუშევრები და პედაგოგები საკუთარი უფლებების დაცვას, ადამიანურ პირობებში ცხოვრებას და კუთვნილ შეღავათებს ითხოვენ. დაშლას არ აპირებენ და სისხლისღვრითაც იმუქრებიან.
გორში ყირგიზელი გოგოები ტრეფიკინგის მსხვერპლნი გახდნენ
24 იანვარი, 2007
საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა 2006 წლის 7 დეკემბერს გორში მცხოვრები ზაზა ამირიძე და უფრო მოგვიანებით – 2007 წლის იანვარში საქართველო-თურქეთის საზღვარზე ანა მაზანაშვილი ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავა. აღსანიშნავია, რომ ზაზა ამირიძე, დაკავებამდე, გორის რაიონული სასამართლოს მანდატურად მუშაობდა.
ქართლის სოფლებში კომუნალური გამრიცხველიანება მოსახლეობას ძვირად უჯდება
23 იანვარი, 2007
15 იანვრიდან გორის რაიონის სოფლების უმრავლესობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. როგორც გორის რაიონის ენერგოკომპანიაში აცხადებენ, იმ აბონენტს, რომელმაც დენის საფასური 15 იანვრამდე არ დაფარა, ვალის დაფარვამდე შეუწყდათ ელექტროენერგია.
გურჯაანში ბრუცელოზის დაავადებამ იფეთქა
23 იანვარი, 2007
გურჯაანის რაიონში შინაური საქონლის ბრუცელოზით დაავადების ფაქტები გამოვლინდა. ვეტექიმების თქმით, დაავადებამ იფეთქა კიდეც, თუმცა რაიონის ვეტლაბორატორიას მოსახლეობისათვის შესაბამისი ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუწოდებია. ბრუცელოზით ერთი ადამიანი უკვე დაავადდა, რაიონის სამშობიარო სახლში კი ნაადრევი მშობიარობის ფაქტებმა იმატა.
„რთველი 2006“ - სასამართლოში
23 იანვარი, 2007
გურჯაანში მდებარე შპს „სენაკურის“ ღვინის ქარხნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გლეხებს სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. ეს გადაწყვეტილება მათ საწარმოს დირექტორის მანანა ელიკაშვილის მიერ, ხუთი თვის მანძილზე მიცემული ცრუ დაპირებების შემდეგ მიიღეს.
კახეთის ენერგოდისტრიბუცია მოსახლეობას აშანტაჟებს
22 იანვარი, 2007
ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ დარღვევებში არაერთხელ ამხილეს და შეცდომებიც აღიარებინეს. მიუხედავად ამისა, ენერგოკომპანიის წარმომადგენლები მომხმარებელთა უფლებებს მაინც ხელყოფენ.
ბათუმში გამოსახლებების სერია დაიწყო
22 იანვარი, 2007
ბათუმში, ერთი კვირის განმავლობაში, 300-მდე ოჯახი თავშესაფარის გარეშე დარჩა. ქალაქის სამი სხვადასხვა შენობიდან, უკანონოდ შესახლებული ოჯახების გამოსახლების პროცესი დაიწყო.
გადასახადები იზრდება, დახმარებები უქმდება, სუიციდი მატულობს
22 იანვარი, 2007
2007 წლის დასაწყისში თბილისის მთავრობამ მოსახლობას ნეგატიური სიურპრიზი მოუმზადა. გადასახადები გაუზარდა, არსებული შეღავათები მოუხსნა, სამუშაო ადგილები შეამცირა და ყველანიარი პირობა შეუქმნა იმისათვის, რომ სამათხოვროდ ქუჩაში გასულიყვნენ.
ჰერების გასაჭირი, რომელიც ხელისუფლებას ვერ შეასმინეს
22 იანვარი, 2007
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ინგილოები ერთი წელია საინგილოსთან დამაკავშირებელი გზის გახსნას ითხოვენ. ამ ხნის განმავლობაში მათ ღია წერილით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, შეხვდნენ პატრიარქს, პარლამენტის წევრს ელენე თევდორაძეს, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, გამართეს საპროტესტო აქციებიც, მაგრამ უშედეგოდ.
შეშით გამთბარი მუსიკოსები
22 იანვარი, 2007
„არ გამიკვირდება, ქუთაისი ოპერის თეატრი რომ დაიხუროს, იქ გაუსაძლისი პირობებია შექმნილი. სპექტაკლებზე არავინ დადის, აღარც პრემიერები იმართება. მსახიობები მეცოდებიან, ხელფასს ვერ იღებენ და სიცივით კანკალებენ. ზოგი თბილისში გაიქცა, ზოგიც ბათუმში. არც ის გამიკვირდება ზოგიერთი მათგანი ბაზრობაზე, გამყიდველის ამპლუაში რომ ვიხილო.
საქართველოში ნაღმებზე ყოველ თვე ფეთქდებიან
18 იანვარი, 2007
წლების წინ დანაღმული ტერიტორიები საქართველოს მოსახლეობას დღესაც რეალურ საფრთხეს უქმნის. თითქმის თვე არ გავა, სხვადასხვა რეგიონში ნაღმზე აფეთქების შემთხვევა არ დაფიქსირდეს. უკანასკნელი ინციდენტი კი 14 იანვარს, წყალტუბოს რაიონის სოფელ თერნალში მოხდა.
ცა - ჭერად, მიწა - იატაკად, ჰაერი - კედლებად
17 იანვარი, 2007
ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ეზოში, ეგზარიანების ოთხშვილიანი ოჯახი უკვე მეექვსე ღამეს ათევს. ეგზარიანები სოციალურად დაუცველ 200 ოჯახთან ერთად, ქარხნის შენობაში, 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ყოფილი ქარხნის შენობიდან იძულებითი გამოსახლების შემდეგ კი ისინი ქუჩაში აღმოჩნდნენ.
ჩვენ ცუდები არ ვართ
17 იანვარი, 2007
მათი დილა 8 საათზე იწყება. ერთ საათს მოწესრიგებას ანდომებენ, ანუ დილის ტუალეტს - როგორც თვითონ ეძახიან. მერე საკლასო ოთახებში შედიან და 3 საათამდე სასკოლო პროგრამასთან ერთად ადამიანის უფლებებსა და საქართველოს კონსტიტუციას სწავლობენ.
სტუდენტისა და ლექტორების დაპირისპირება უნივერსიტეტში
16 იანვარი, 2007
მაგდა კლდიაშვილი თსუ ახალციხის ფილიალის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მე – 3 კურსის წარჩინებული სტუდენტია. ის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას საკუთარი უფლების შელახვალში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თავს მოტყებულად გრძნობს.